Accessibility links

ისრაელი, პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით


ისრაელი, პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, ყველა ზომას მიმართავს ჯარისკაც გილად შალითის გასათავისუფლებლად.

ისრაელი, პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, ყველა ზომას მიმართავს ჯარისკაც გილად შალითის გასათავისუფლებლად.
შალითი სამი დღის წინ შეიპყრეს პალესტინელმა ექსტრემისტებმა. [ოლმერტის ხმა] “უყოყმანოდ მივიღებთ უკიდურეს ზომებს იმისათვის, რომ გილადი თავის ოჯახს დავუბრუნოთ. ამასთან, ისრაელის სახელმწიფო არ აწარმოებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებას მისი გათავისუფლების საკითხზე”. ოლმერტის ეს განცხადება მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის ტანკებისა და ჯარისკაცების შეჭრას - პირველ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას მას შემდეგ, რაც ისრაელმა შარშან გაიყვანა ჯარები ამ ტერიტორიიდან. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები იმუქრებიან, რომ მოკლავენ პალესტინელების მმართველი "ჰამასის" მოძრაობის ემიგრირებულ ლიდერებს, რომლებშიც სირიაში იმყოფებიან. ამ ლიდერებს აკისრებენ ისრაელის ჯარისკაცის შეპყრობის პასუხისმგებლობას. ამასობაში, პალეტსინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელი დაგმო ღაზაში შეჭრის გამო. ასევე იუწყებიან, რომ ორი პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისში აფეთქების შედეგად. პალესტინელების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG