Accessibility links

ისრაელმა საჰაერო იერიში მოაწყო ღაზის


ისრაელმა საჰაერო იერიში მოაწყო ღაზის სქეტორში ავტომაქანაზე, რომელშიც ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამური ჯიჰადის" მაღალი რანგის წარმომადგენელი იჯდა.

ისრაელმა საჰაერო იერიში მოაწყო ღაზის სქეტორში ავტომაქანაზე, რომელშიც ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამური ჯიჰადის" მაღალი რანგის წარმომადგენელი იჯდა.
როგორც იუწყებიან, ექსტრემისტმა გაქცევა შეძლო. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა დაამტკიცა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მორიგი ეტაპი - ოპერაცია ოთხშაბათს წამოიწყეს, პალესტინელი ექსტრემისტების მიერ ისრაელის ჯარისკაცის გატაცების შემდეგ. წუხელ ისრაელის ჯარებმა პალესტინელების მმართველობის 64 წევრი დააპატიმრეს: დაპატიმრებულებს შორის არიან 20 პარლამენტარი, 8 მინისტრი, ქალაქების მერები. ისრაელის ჯარისკაცის გატაცების პასუხისმგებლობას აკისრებს ორგანიზაცია "ჰამასს", რომელიც პალესტინელების მთავრობას ხელმძღვანელობს. რომის პაპმა და "დიდი 8"-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG