Accessibility links

logo-print

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ადმინისტრაციული


თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ადმინისტრაციული სასჯელის სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ირაკლი კაკაბაძეს და კიდევ სამ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ადმინისტრაციული სასჯელის სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ირაკლი კაკაბაძეს და კიდევ სამ პირს.
“თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები ირაკლი კაკაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი სააპელაციო სასამართლოში რამიშვილი-კოხრეიძის სასამართლო პროცესზე იყვნენ მისული. მოსამართლე ეკა ტყეშელაშვილის განმარტებით, 30-დღიანი პატიმრობა ირაკლი კაკაბაძეს და დანარჩენ დაკავებულებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით შეეფარდათ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე კი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. როგორც დოლიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" უთხრა, ამ ტიპის გადაწყვეტილება სასამართლოს შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროსაა შესაძლებელი. ირაკლი კაკაბაძე კი საპროტეტო აქციას არა სასამართლოს შენობაში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავდა.
XS
SM
MD
LG