Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით ორი


ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით ორი სასტუმროდან გამოასახლეს იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.

ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით ორი სასტუმროდან გამოასახლეს იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.
სასტუმროები "მედეა" და "მესხეთი" რამდენიმე თვის წინ ყაზახმა ინვესტორებმა შეიძინეს, მაგრამ დევნილები უარს ამბობენ ინვესტორების დაპირებულ კომპენსაციაზე და დამატებით ფულს ითხოვენ. სასტუმროების დაცვლის ვადა ოთხშაბათს ამოიწურა. მას შემდეგ, რაც დევნილებმა უშედეგოდ გამართეს საპროტესტო აქცია, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დევნილების ნაწილი ფეხით გაეშურა ენგურის ხიდის მიმართულებით: ზოგი ამბობს, რომ რახან საქართველოს მთავრობამ მათი საკითხის გადაჭრა ვერ შეძლო, ისინი იძულებული არიან, თავშესაფარი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სთხოვონ. დღეს პრეს-კონფერენცია გამართა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმი" იუწყება, ბაღაფშმა აღნიშნა, რომ, თუ ლაპარაკია საქართველოს მხრივ პროვოკაციაზე ვითარების ესკალაციის მიზნით, აფხაზური მხარე მიღებს ყველა ზომას ამის აღსაკვეთად. ბაღაფშის თქმით, სოხუმის ხელისუფლებამ ზუგდიდის რაიონის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, არ დაუშვას მასობრივი გადაადგილება ენგურის ხიდისაკენ. იუწყებიან აგრეთვე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ არასწორი უწოდა ბათუმის სასტუმროებიდან გამოსახლებულების გადაწყვეტილებას, აფხაზეთში წასვლის შესახებ. დევნილების განცხადება, რომელიც აფხაზეთს ეხებოდა, უარყოფითად შეაფასა სამეგრელოში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმაც.
XS
SM
MD
LG