Accessibility links

logo-print

ავიაციამ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში


ავიაციამ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ორ სახლს ესროლა რაკეტებები.

ავიაციამ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ორ სახლს ესროლა რაკეტებები.
მსხვერპლზე არაფერს იუწყებიან. ისრაელის არმიის თანახმად, ესროლეს ტერორისტთა საწვრთნელ ბანაკს. დღესვე ისრაელის რაკეტა მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას.
ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინელთა სამთავრობო პოლიტიკური ჯგუფის “ჰამასის” ოთხ წევრს აღმოსავლეთი იერუსალიმში ცხოვრების უფლება ჩამოართვა. ეს ოთხი პირი, პალესტინელთა ავტონომიის მინისტრი და სამი პარლამენტის დეპუტატი, მათთან ერთად “ჰამისის” ათეულობით სხვა ცნობილი წევრი გუშინ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააკავეს ისრაელებმა რეიდის დროს. ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებს პალესტინელთა მიერ დაკავებული ისრაელი ჯარისკაცის გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG