Accessibility links

logo-print

1 ივლისიდან ევროკავშირს ახალი მორიგე


1 ივლისიდან ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს - ფინეთი. ამ ფუნქციას ის 6 თვე შეასრულებს.

1 ივლისიდან ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს - ფინეთი. ამ ფუნქციას ის 6 თვე შეასრულებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მატი ვანჰანენმა პარასკევს განაცხადა, საგარეო პოლიტიკური აქცენტი გაკეთდება რუსეთთან ურთიერთობაზე, პოლიტიკაზე ენერგეტიკის სფეროში და მომავალ გაფართოებაზე. იქვე ვანჰანენმა უარყო მოწოდება, რომლითაც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო გამოდის, რომ ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს ერვოკავშირის საზღვრები. [ვანჰანენის ხმა] “ამაზე პასუხად ვიტყოდი, რომ უნდა ვიფიქროთ იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ასეთი საზღვრების მიღმა დარჩებოდნენ, ვიფიქროთ მათს ხალხზე და ამ ხალხის პერსპექტივებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ გონივრული არ არის ასეთი საზღვრის დაწესება. უნდა შევინარჩუნოთ კარგი კონცეფცია ევროპული ქვეყნებისა, რომ, თუ ისინი იზიარებენ საერთო ევროპულ ფასეულობებს და ასრულებენ წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს, უნდა ჰქონდეთ კიდეც ევროკავშირში გაწევრიანების შანსი”. ფინეთამდე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ავსტრია იყო.
XS
SM
MD
LG