Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შესაძლოა


პალესტინელების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შესაძლოა გამოიძებნოს გზა,

პალესტინელების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შესაძლოა გამოიძებნოს გზა,
ისრაელის ჯარისკაცის გატაცებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. ჯარისკაცი პალესტინელმა ექსტრემისტებმა გაიტაცეს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს "ჰამასის" მთავრობასთან ღაზის სექტორში, უარყო შეფასება, თითქოს ჯარისკაცის გამოხსნისაკენ მიმართული ძალისხმევა ჩიხში იყოს მოქცეული. ექსტრემისტებმა კვირას გაიტაცეს ჯარისკაცი და ისრაელისაგან მოითხოვენ მის გაცვლას 1000 პალესტინელ პატიმარში. ისრაელი უარზე დგას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯარისკაცის დაბრუნებას "კრიზისის მოგვარების გასაღები" უწოდა. პალესტინელების პრეზიდენტს არ უთქვამს, რას ეფუძნება მისი იმედი, რომ კრიზისის მოგვარება შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG