Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით


სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ
"თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე და ამ ორგანიზაციის კიდევ სამი წევრი 29 ივნისს "უკანონო სანქციის“ საფუძველზე დააპატიმრა 30 დღით. სააპელაციო სასამართლოს მანდატურებმა "თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები სასამართლოს ეზოში მაშინ დააკავეს, როცა ეს უკანასკნელნი სასამართლოს მეგაფონით მოუწოდებდნენ ობიექტურობისკენ. მათი ეს ქმედება "სასამართლოს მუშაობისთვის ხელის შეშლად" და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად" შეფასდა. დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერით გამოსვლისას, სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, თითქოს სასამართლოს შენობა შეიძლება გავრცელდეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, არის კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და, შესაბამისად, ირაკლი კაკაბაძე და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG