Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ხანგრძლივ


ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ხანგრძლივ ომში შეიძლება გადაიზარდოს

ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია ხანგრძლივ ომში შეიძლება გადაიზარდოს
- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა. პრემიერმა გაიმეორა, რომ ისრაელი შანტაჟს არ დაჰყვება და პალესტინელ ექსტრემისტებთან გარიგებაზე არ წავა. დღეს დილით ვადა ამოეწურა ექსტრემისტების მიერ ისრაელის ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმს, რომლის მიხედვით, ისრაელს ციხეებიდან უნდა გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრები; ხოლო სანაცვლოდ ექსტრემისტები გაათავისუფლებდნენ 25 ივნისს მძევლად აყვანილ ისრაელ ჯარისკაცს. მაგრამ ისრაელმა კატეგორიული უარი განაცხადა პალესტინელ მეამბოხეთა პირობების შესრულებაზე. უკვე მეშვიდე ღამეა, ისრაელის არმია ცეცხლს უშენს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ რაიონებს. წუხელ მოკლულ იქნა "ჰამასის" მოძრაობის გასამხედროებული ფრთის ერთ-ერთი აქტივისტი. დღეს პალესტინელ ექსრემისტთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეწყვიტეს მოლაპარაკება ეგვიპტელ შუამავლებთან, რომლებიც ცდილობდნენ, პალესტინელები ისრაელი ჯარისკაცის გათავისუფლებაზე დაეყოლიებინათ.
XS
SM
MD
LG