Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დამთავრდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების


მოსკოვში დამთავრდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი.

მოსკოვში დამთავრდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი.
შეხვედრის მიზანი იყო, "დიდი რვიანის" მოახლოებული სამიტისთვის ძირითადი რეკომენდაციები შეემუშავებინათ. ფორუმის მონაწილეებმა, კერძოდ, განაცხადეს, რომ დაუშვებელია ადამიანის უფლებების დარღვევათა იმით გამართლება, თითქოს ეს აუცილებელი იყოს ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. აი, რა თქვა ფორუმზე გამოსვლისას ლტოლვილთა საკითხებში ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა კლერ რიმერმა: [კლერ რიმერის ხმა] "განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევები ჩეჩნეთისა და ერაყის სამხედრო კონფლიქტების ფონზე. ხელისუფლების მხრიდან უხეშზე უხეში მასობრივი დარღვევები ნოყიერ ნიადაგს უქმნიან ტერორიზმს. "დიდი რვიანის" ქვეყნებს მოვუწოდებთ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გადასინჯონ ანტიტერორისტული კანონმდებლობა."
XS
SM
MD
LG