Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი


დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში.

დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში.
დღეს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა "ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ჯონ დანილოვიჩს. შემდეგ პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების თაოსნობით მოეწყო. საღამოს საქართველოს ლიდერი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ხვალ თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებენ საქართველოში დემოკრატიის განვითარების, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ენერგორესურსების გამოყენების, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. ხვალისთვისვეა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან.
XS
SM
MD
LG