Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპელი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპელი ოფიციალური პირები გააფრთხილა,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპელი ოფიციალური პირები გააფრთხილა,
ნუ გამოიყენებენ ადამიანის უფლებების საკითხს მოსკოვზე, პუტინის თქმით, "პოლიტიკური ზეწოლისთვის". [პუტინის ხმა] “ჩვენ მზად ვართ უფლებების დაცვის საკითხებზე გულახდილი, არა-პოლიტიზირებული დიალოგისთვის. და გვინდა, ამ დიალოგმა ხელი შეუწყოს კონკრეტული პრობლემების მოგვარებას - იმ კონკრეტული პრობლემებისა, რომლებიც საკმარისად ბევრია დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, როცა უფლებების დაცვის თემას იყენებენ პოლიტიკური ზეწოლისთვის და კონიუნქტურული მიზნებისათვის”. იქვე ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ბრიტანეთი, ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელ ახმედ ზაკაევისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების გამო - რუსეთი ზაკაევს ტერორიზმში ადანაშაულებს. ამ საკითხებს პუტინი შეეხო მოსკოვში, ევროპელი პროკურორების კონფერენციაზე, რომელიც ევროსაბჭოს მიერ იქნა ორგანიზებული. რუსეთი ევროსაბჭოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა.
XS
SM
MD
LG