Accessibility links

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებაზე


ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებაზე ამ ქვეყნის მთავარმა წარმომადგენელმა ალ ლარიჯანიმ თქვა,

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებაზე ამ ქვეყნის მთავარმა წარმომადგენელმა ალ ლარიჯანიმ თქვა,
რომ მისი ქვეყანა ამ კრიზისის მოგვარებით “სერიოზულად” არის დაინტერსებული. მან ეს განაცხდა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის გამგებელთან ხავიერ სოლანასთან სამუშაო ვახშმის დაწყებისას. მაგრამ ლარიჯანის არაფერი უთქვამს იმ წამახალისებელი წინადადებების პაკეტის თაობაზე, რომელიც მას საერთაშორისო თანამეგობრობამ შესთავაზა. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ელ ბარადეიმ მოუწოდა თეირანს, დროზე უპასუხოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მოსაგვარებლად შეთავაზებულ წინადადებას. (ბარადეის ხმა) “მგონია, ირანს ესმის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოთმინებას კარგავს და რაც უფრო მალე იქნება ამაზე პასუხი, მით უკეთესია ყველასათვის”. ბარადეიმ ეს ანკარაში თურქ ოფიციალურ პირებთან შეხვერისას თქვა.
XS
SM
MD
LG