Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა


ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა, უარყო პალესტინელთა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა, უარყო პალესტინელთა
პრემიერ მინისტრის, ისმაილ ჰანიეს წინადადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. გავრცელებული ცნობებით, ოლმერტმა განაცხადა, რომ ზავს მანამდე არ დასთანხმდება, სანამ ორგანიზაცია ”ჰამასის” ექსტრემისტები ორი კვირის წინ ტყვედ აყვანილ ისრაელის ჯარისკაცს არ გაათავისუფლებენ. პალესტინელთა ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ისრაელმა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, და ამას 30ზე მეტი პალესტინელის, და ერთი ისრაელის ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა. ღაზის ერთ-ერთ სახლში დღეს ნაღმი აფეთქდა, რასაც სამი ადამიანი, მათ შორის 6 წლის გოგონა, ემსხვერპლა. ისრაელის სამხედრო უწყებამ დაადასტურა იმ რაიონში საჰაერო ოპერაციის წარმოება - თუმცა განაცხადა, რომ შენობები არ ყოფილა მიზანში ამოღებული. სამხედრო უწყების თანახმად, ოპერაციის სამიზნეს შეიარაღებულ პირთა ჯგუფი წარმოადგენდა, რომელიც რაიონში მოძრაობდა.
XS
SM
MD
LG