Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიხურა საქართველოსა და რუსეთს შორის


დაიხურა საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვრის ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ზემო ლარსი.

დაიხურა საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვრის ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ზემო ლარსი.
პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ სარემონტო სამუშაოები დაასახელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი რუსეთის მხარე საქართველოზე ზეწოლაში, და საზღვარზე მიმოსვლის შესახებ ორ ქვეყანას შორის მოქმედი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტს, როგორც რუსეთში ლეგალური სახმელეთო გზით გადასვლის საშუალებას, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად სომხეთის მოქალაქეებიც ინტენსიურად იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG