Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე


საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილია.

საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილია.
ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის, ვასილ მაღლაფერიძის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის მხარემ სასაზღვრო და საბაჟო პუნქტებიდან საკუთარი მომსახურე პერსონალი მთლიანად გაიყვანა. ლარსის გამშვები პუნქტი რუსულმა მხარემ პარასკევს ღამით გადაკეტა. პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ სარემონტო სამუშაოები დაასახელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი რუსეთის მხარე საქართველოზე ზეწოლაში, და საზღვარზე მიმოსვლის შესახებ ორ ქვეყანას შორის მოქმედი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG