Accessibility links

logo-print

ინგუშეთში მოკლეს შამილ ბასაევი. ამის


ინგუშეთში მოკლეს შამილ ბასაევი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აცნობა

ინგუშეთში მოკლეს შამილ ბასაევი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აცნობა
უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა. მისი თქმით, ბასაევი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი დღეს გამთენიისას, ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ეს დამსახურებული შურისძიებაა ბანდიტების მიმართ - ჩვენი ბავშვებისთვის ბესლანში, ბუდიონოვსკისთვის, ყველა იმ ტერაქტისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს მოსკოვში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში; ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჩათვლით."
XS
SM
MD
LG