Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა კაბინეტის


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა კაბინეტის სხდომაზე არ დაასახელა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა კაბინეტის სხდომაზე არ დაასახელა
ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარის გაყვანის ვადები. ისრაელის მიერ წამოწყებული ოპერაციის მიზანია, გაათავისუფლოს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ექსტრემისტებმა 25 ივნისს შეიპყრეს. სამხედრო ოპერაცია უკვე თითქმის ორი კვირაა, გრძელდება. პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლების წარმომადგენელი საებ ერექათი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. [საებ ერექათის ხმა] "ღაზაში არ არის პროდუქტები, წყალი, საწვავი, არ არის დენი. ღაზა პარალიზებულია. მის მოსახლეობას - მილიონ სამასი ათასზე მეტ ადამიანს - ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. დიდია ეპიდემიების გავრცელების ალბათობა."
XS
SM
MD
LG