Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღარ მიიღოს


საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღარ მიიღოს სამხრეთი ოსეთის

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღარ მიიღოს სამხრეთი ოსეთის
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლით რუსეთიდან საქართველოში მიმავალი მგზავრები. მას შემდეგ, რაც 8 ივლისს, რუსეთის მხარემ სარემონტო სამუშაოების საბაბით დახურა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რუსეთიდან საქართველოში გადასვლის მსურველებმა სპონტანურად დაიწყეს როკის გვირაბით სარგებლობა, რის შედეგადაც მგზავრთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გადაწყდა, რომ ხსენებული გზით საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუშვებენ.
XS
SM
MD
LG