Accessibility links

logo-print

ბაღდადში მეამბოხეთა ჯგუფი თავს დაესხა


ბაღდადში მეამბოხეთა ჯგუფი თავს დაესხა ავტობუსს და შვიდი ადამიანი მოკლა.

ბაღდადში მეამბოხეთა ჯგუფი თავს დაესხა ავტობუსს და შვიდი ადამიანი მოკლა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, თავდასხმა დედაქალაქის სუნიტურ უბანში მოხდა. დღესვე, დილით, ერაყის დედაქადაქის შიიტურ უბანში თვითმკვლელებმა ორი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი, ხოლო დაშავდა 18 ადამიანი. გუშინ შიიტმა მეამბოხეებმა ორმოცზე მეტი სუნიტი მოკლეს. ყველა ეს ტერაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ თანამემამულეებს მშვიდობისკენ მოუწოდა. დღეს ბაღდადში განახლდა ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი. ჰუსეინის ვექილები სასამართლოს თავიანთ ბოლო არგუმენტებს აცნობენ. სადამ ჰუსეინთან ერთად საბრალდებო სკამზე მისი შვიდი უახლოესი თანამოაზრე ზის.
XS
SM
MD
LG