Accessibility links

logo-print

ბომბეიში გუშინდელი აფეთქებების სერიამ, ოფიციალური


ბომბეიში გუშინდელი აფეთქებების სერიამ, ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა, 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბომბეიში გუშინდელი აფეთქებების სერიამ, ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა, 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მაჰარაშტრის შტატის მთავრობის წევრ რ.რ. პატის განცხადებით, დაჭრილების რიცხვი 700-ს აღემატება. ინდოეთის პოლიციის განცხადებით, ბომბეიში გუშინდელ აფეთქებებს მუსლიმანი ექსტრემისტების მოქმედებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, აფეთქებები, რომლებიც გუშინ მატარებლებში მოეწყო, წააგავს ექსტრემისტულ ორგანიზაცია “ლაშკარ -ე-ტაიბას” მიერ ადრე განხორციელებულ იერიშებს. “ლაშკარ-ე-ტაიბა”, რომელიც აკრძალულია ორ ექსტრემისტულ ჯგუფთან ერთად, უარყოფს აფეთქებების პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG