Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასამხედროებულ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მებრძოლებმა ისრაელის


გასამხედროებულ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მებრძოლებმა ისრაელის 2 ჯარისკაცი შეიპყრეს ლიბან-ისრაელის საზღვარზე,

გასამხედროებულ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მებრძოლებმა ისრაელის 2 ჯარისკაცი შეიპყრეს ლიბან-ისრაელის საზღვარზე,
რასაც ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე შეჭრით უპასუხა, იქ გატაცებული ჯარისკაცების გამოსახსნელად. იუწყებიან ასევე, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს ხიდი ლიბანში, მოკლეს ორი სამოქალაქო პირი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დაგმო ჯარისკაცების გატაცება. პალესტინელების მმართველმა პარტია "ჰამასმა" კი მიულოცა "ჰეზბოლას" ისრაელის ჯარისკაცების აყვანა. დღესვე "ჰეზბოლამ" რაკეტები ესროლა ისრაელის ტერიტორიას, მოკლა, სულ ცოტა, 2 ადამიანი. ხოლო ისრაელმა ღაზაზე განახორციელა საჰაერო იერიში, რომლის შედეგად, როგორც იუწყებიან, სულ ცოტა, 9 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ამ საჰაერო დარყტმის ფონია ისრაელის სახმელეთო ძალებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შეჭრა ღაზის სექტორში ისრაელის ორკვირიანი იერიშის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG