უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკებას აწარმოებს
ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მისაგნებად. გუშინ პარლამენტის სესია ქაოსმა მოიცვა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მოროზმა გააკეთა განცხადება ახალი, პრორუსული საპარლამენტო კოალიციის შექმნის შესახებ. კოალიცია აერთიანებს "რეგიონების პარტიას" ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით, თვით მოროზის სოციალისტურ პარტიას და კომუნისტებს. სოციალისტების ყოფილი, ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდის მოკავშირეები, იუშჩენკოს პარტია “ჩვენი უკრაინა” და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პარტია ახალ კოალიციას უკანონოდ მიიჩნევენ. ახალი კოალიციის შექმნა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მოროზი გამოეყო ყოფილ მოკავშირეებს პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევად. იუწყებიან ასევე, რომ ახალმა კოალიციამ იანუკოვოჩის კანდიდატურა წამოაყენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პარლამენტის შენობასთან იანუკოვიჩის ასობით მომხრე შეიკრიბა მისდამი მხარდაჭერის გამოსათქმელად. პარლამენტთან მივიდნენ ტიმოშენკოს მომხრეებიც - ისინი პრეზიდენტისაგან პარლამენტის დათხოვას მოითხოვენ.