Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს რეზოლუციის


ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარადგინეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით.

ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარადგინეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით.
როგორც იუწყებიან, ის - იაპონიის მიერ წარდგენილი პროექტისაგან განსხვავებით - არ შეიცავს მინიშნებას ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო ზომების შესაძლებლობაზე. დღესვე, უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “მიუღებელი” უწოდა იაპონიის ამ პროექტს. რუსეთმა, მართალია, დაგმო ფხენიანის მიერ მიმდინარე თვეში რაკეტების გამოცდა, მაგრამ ის მაინც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. მის პოზიციას იზიარებს ჩინეთი, რომელსაც - როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს - ვეტოს უფლება აქვს. იგივე ეხება რუსეთს. იაპონია კი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მხარდაჭერით, მოითხოვს გაეროს მკაცრ რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG