საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს,
ირანის საკითხი ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცენ, რახან ეს ქვეყანა არ ამბობს უარს ურანის გამდიდრებაზე. ეს განცხადება მოჰყვა პარიზში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენელთა შეხვედრას ირანის ბირთვული პროგრამის გრაშემო კრიზისზე მოსალაპარაკებლად. დუსტ-ბლაზის თქმით, ირანს არაფრით მიუნიშნებია მზადყოფნაზე, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს კრიზისის მოგვარებისაკენ მისწრაფებაში. აშშ-მა “გამაწბილებელი და არასრული” უწოდა ირანის პასუხს დასავლეთის წინადადებებზე, რომლებიც ირანის წამახალისებელ ზომებს ითვალისწინებს მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში.