Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტის ასზე მეტმა წევრმა


ევროპის პარლამენტის ასზე მეტმა წევრმა მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტისთვის,

ევროპის პარლამენტის ასზე მეტმა წევრმა მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტისთვის,
ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც დეპუტატები პრეზიდენტს ყოფილი ნავთობმაგნატის, ამჟამად პატიმარი მიხაილ ხოდორკოვსკის ხელახლა და სამართლიანად გასამართლებას სთხოვენ. წერილში ნათქვამია, რომ ხოდორკოვსკი პოლიტიკური პატიმარია, და მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა პირადად პუტინს ეკისრება. ხელმომწერთა შორის პარლამენტის უდიდესი ფრაქციის, ევროპის სახალხო პარტიის, თავმჯდომარეა. წერილის ავტორების თქმით, წერილი გამიზნულად დაამთხვიეს კვირის ბოლოს პეტერბურგში დანიშნულ დიდი რვიანის სამიტს, და მისი ასლი სამიტში მონაწილე ყველა ლიდერს გაუგზავნეს.
XS
SM
MD
LG