Accessibility links

logo-print

ისრაელმა ლიბანზე თავდასხმა გააძლიერა, და


ისრაელმა ლიბანზე თავდასხმა გააძლიერა, და ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტი და ორი სამხედრო ბაზა დაბომბა.

ისრაელმა ლიბანზე თავდასხმა გააძლიერა, და ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტი და ორი სამხედრო ბაზა დაბომბა.
ისრაელის განცხადებით, საჰაერო გადაადგილებისთვის საჭირო ადგილები იმის გამო დაიბომბა, რომ არსებობდა ინფორმაცია, თითქოს ”ჰესბოლას” მძევლად აყვანილი ისრაელის ორი ჯარისკაცის ირანში გადაყვანა სურდა. ისრაელის არმიის გენერალი, დან ჰალუტცი, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლიბანის მთავრობა ”ჰესბოლას” ექსტრემისტების შეჩერებას ვერ შესძლებს, ლიბანში ყველა ადგილი, ბეირუთის უბნების ჩათვლით, სამიზნედ დარჩება. ოთხშაბათის შემდეგ განხორციელებულ ისრაელის თავდასხმებს მინიმუმ 45 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ისრაელის თვითმფრინავებმა ბეირუთში ცნობის ფურცლები ჩაყარეს, რომლებიც მოსახლეობას აუწყებს, რომ თავდასხმა გარდაუვალია.
XS
SM
MD
LG