Accessibility links

logo-print

სანკტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტი გაიხსნა.


სანკტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტი გაიხსნა. სამიტი სადილით დაიწყო,

სანკტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტი გაიხსნა. სამიტი სადილით დაიწყო,
რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მეუღლესთან ერთად უმასპინძლა და რომელიც პეტროდვორეცის ცნობილ სასახლეში გაიმართა. ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, შეერთებული შტატების და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებას კვირას გამართავენ. სამიტის თავდაპირველი პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხზე იყო კონცენტრირებული. თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო, პროგრამა შეიცვალა.
სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, შეხვედრის მასპინძელმა, ვლადიმერ პუტინმა, შაბათს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. სხვა ლიდერებს შორის, პუტინი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ატომური ტერორიზმის საფრთხესთან საბრძოლველად გლობალურ გეგმაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG