Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მორიგმა საჰაერო ოპერაციებმა სამხრეთ


ისრაელის მორიგმა საჰაერო ოპერაციებმა სამხრეთ ლიბანში, როგორც იუწყებიან, კიდევ 10-მდე სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

ისრაელის მორიგმა საჰაერო ოპერაციებმა სამხრეთ ლიბანში, როგორც იუწყებიან, კიდევ 10-მდე სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
ამ ოპერაციებამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა განაცხადა, რომ გასამხედროებულ მოძრაობა "ჰისბალაჰს" “ძალიან ძვირად დაუჯდება” ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე რაკეტებით განხორციელებული იერიში. ამ იერიშისას 8 ადამიანი დაიღუპა. ამასობაში, "ჰიზბალაჰის" ლიდერმა ჰასან ნასრალაჰმა გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ “საზღვრები არ ექნება”. იუწყებიან აგრეთვე, რომ სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო “სანას” ცნობით, სირიის ინფორმაციის მინისტრმა მოჰსენ ბილალმა ისრაელი გააფრთხილა, რომ დამასკი პირდაპირ უპასუხებს ისრაელს, სირიის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში. ბილალმა ისრაელი “სახელმწიფო ტერორიზმსა” და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საბოტაჟში დაადანაშაულა. მანვე "ჰისბალაჰს" სირიის დახმარება აღუთქვა.
XS
SM
MD
LG