Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის ტერიტორიიდან დღეს კვლავ ესროლეს


ლიბანის ტერიტორიიდან დღეს კვლავ ესროლეს რაკეტები ისრაელის ქალაქ ჰაიფას, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ამ იერიშებს ზარალი არ მოუტანია.

ლიბანის ტერიტორიიდან დღეს კვლავ ესროლეს რაკეტები ისრაელის ქალაქ ჰაიფას, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ამ იერიშებს ზარალი არ მოუტანია.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ გასამხედროებულმა ორგანიზაცია ჰიზბალაჰმა ასობით ჭურვი და რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით მას მერე, რაც გასულ კვირაში ისრაელის ორი ჯარისკაცის გატაცებით დაიწყო კონფრონტაცია. დღეს ისრაელი განაგრძობდა საჰაერო რეიდებს, რასაც ლიბანის სამხრეთში 11 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბეირუთის მახლობლად ყაზარმაში კი ლიბანის ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები. მისი თქმით, ისრაელი "ჯოჯოხეთისა და სიგიჟის ჭიშკარს უღებს მის ქვეყანას."

XS
SM
MD
LG