Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხავიერ სოლანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისკენ


ხავიერ სოლანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს ისრაელსა და ლიბანის მოძრაობა "ჰიზბოლაჰს".

ხავიერ სოლანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს ისრაელსა და ლიბანის მოძრაობა "ჰიზბოლაჰს".
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ციპი ლივნის შეხვდა და "ჰიზბოლაჰი" გააკრიტიკა 12 ივლისის იერიშისთვის, რომელსაც ისრაელის საპასუხო დარტყმები მოჰყვა. მანვე "ჰიზბოლაჰს" მოუწოდა, გაათავისუფლოს ორი ისრაელი ჯარისკაცი. თუმცა, ხავიერ სოლანას განცხადებით, ისრაელის საპასუხო ნაბიჯები დაბალანსებული უნდა იყოს: [სოლანას ხმა] “ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ამასთან ვფიქრობ (...) საჭიროა დაბალანსებული მოქმედება, იმ ადამიანების სიცოცხლის პატივისცემა, ვისაც არაფერი აქვს საერთო (ისრაელის ჯარისკაცების გატაცებასთან და "ჰიზბოლაჰის" სარაკეტო ცეცხლთან)”. სოლანა, რომელიც ისრაელს ეწვია ბეირუთში ლიბანის უმაღლესი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, საჭიროდ მიიჩნევს დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებას შეიარაღებული დაპირისპირებისთვის ბოლოს მოსაღებად. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის ოფისმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ოლმერტმა ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელს უთხრა, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია გაგრძელდება, სანამ გამოიხსნიან ორ გატაცებულ ჯარისკაცს და ბოლოს მოუღებენ "ჰიზბოლაჰისაგან" მომდინარე სარფთხეს.
XS
SM
MD
LG