Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, 100 000-მდე ლიბანელი


ცნობების თანახმად, 100 000-მდე ლიბანელი გაიქცა შინიდან ისრაელსა და "ჰიზბოლაჰს" შორის დაპირისპირების გამო.

ცნობების თანახმად, 100 000-მდე ლიბანელი გაიქცა შინიდან ისრაელსა და "ჰიზბოლაჰს" შორის დაპირისპირების გამო.
ათასობით ლიბანელმა საავტომობილო გზით მიაშურა მეზობელ სირიას. მიმდინარეობს ასევე ლიბანიდან უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია - უმეტესწილად გემებით. ლიბანზე ისრაელის იერიშები შუა ტურისტული სეზონში დაიწყო. ბევრი ევაკუირებული ჩაჰყავთ კიპროსზე. კიპროსელმა ჟურნალისტმა ჩარლი ხარალამბუსმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში როგორც აღნიშნა, კიპროსზე ბევრი ბავშვია ჩასული დედ-მამის გარეშე. [ხარალამბუსის ხმა] “ბეირუთელებს, ვისაც ოჯახი ჰყავს, ბავშვების უსაფრთხო ადგილას გაყვანა სურთ. სამშაბათს მოადგა კიპროსს გემი (ფრანგების მიერ დაქირავებული) და მასზე 400-ზე მეტი ბავშვი იყო, მათგან 200 - უფროსების თანხლების გარეშე. მათ მშობლებს, უბრალოდ, უნდოდათ ბავშვების სხვაგან გაგზავნა, მაშინ როცა თვითონ ლიბანში დარჩნენ”. კიპროსელი ჟურნალისტის ამ აღწერას დავამატებ, რომ ლიბანის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი გასულ კვირაში დაბომბეს ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა.
XS
SM
MD
LG