Accessibility links

ავღანეთის არმიის სარდლის განცხადებით, კოალიციის


ავღანეთის არმიის სარდლის განცხადებით, კოალიციის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სამხრეთში მდებარე უკვე მეორე ქალაქზე,

ავღანეთის არმიის სარდლის განცხადებით, კოალიციის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სამხრეთში მდებარე უკვე მეორე ქალაქზე,
რომელიც "თალიბანის" ხელში იყო. როგორც გენერალმა რაჰმატულა რუფიმ უთხრა საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესს", ასობით ჯარისკაცმა თალიბანის მეომრებთან შეტაკების შემდეგ ისევ დაიპყრო ქალაქი გარმსერი ჰელმანდის პროვინციაში. მას მსხვერპლის შესახებ დეტალები არ მოუყვანია. სამშაბათს ამავე რეგიონში აღადგინეს კონტროლი ნავაი-ი-ბარაკზაიზე. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეტაკებების გამო მრავალი ადგილობრივი მოსახლე გაიქცა შინადან. ამ უწყების პრეს-მდივან რაჰილა ზაფარის განცხადებით, გრძელდება ძალისხმევა მათს დასაბინავებლად. [ზაფარის ხმა] “ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 4 000 ადგილნაცვალი პირია და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს სოფლების უხუცესებთან, ამ ადამიანების დასაბინავებლად, მათთვის კარვებისა და სურსათის დასარიგებლად”. ავღანეთიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ სამხრეთში მდებარე ორუზგანის პროვინციაში აშშ-ის სარდლობაზე დაქვემდებარებული კოალიციის ერთი ჯარისკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს სამშაბათს.
XS
SM
MD
LG