Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების


დღეს ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, როგორც იუწყებიან, 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დღეს ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, როგორც იუწყებიან, 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
იუწყებიან აგრეთვე, რომ დილას მეზობელი ლიბანის საზღვარი გადაკვეთეს ისრაელის ჯარისკაცებმა და მოძრაობა "ჰიზბოლაჰსთან" შეტაკებაში ისრაელის, სულ ცოტა, ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასობაში, ლიბანიდან ესროლეს ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ნაზარეთს, დაიღუპა ორი ადამიანი. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რომელიც უკვე მე-8 დღე მიმდინარეობს, ლიბანში, როგორც იუწყებიან, 275-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისრაელის მხარეზე კი 25 კაცია მოკლული ლიბანიდან სარაკეტო იერიშების შედეგად.
XS
SM
MD
LG