Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, დღეს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, დღეს ”ნარინჯისფერი რევოლუციის”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, დღეს ”ნარინჯისფერი რევოლუციის”
პერიოდის თავის მეტოქესთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან, ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკება დაიწყო.
უკრაინის პარლამენტში დაძაბულობა მძაფრდება. ახალი მთავრობის შექმნის, ან ახალი არჩევნების დანიშვნისთვის დაწესებულ ვადამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ მინისტრის პოსტზე იანუკოვიჩი დაასახელეს. უკრაინის პარლამენტის წევრი, და ყოფილი პრემიერ მინისტრი, იულია ტიმოშენკო, დღეს პარლამენტის დათხოვნის თაობაზე ახალი წინადადებით გამოვიდა. შემდეგ მან თავის ოპოზიციურ ფრაქციასთან ერთად - რომელიც მინიმუმ 120 პარლამენტარს აერთიანებს - პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა:
[ტიმოშენკოს ხმა]: ”პრემიერ მინისტრის პოსტზე იანუკოვიჩის წარდგენას პირადად მე ეროვნული ინტერესების ღალატად ჩავთვლი”. პარალელურად, იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის წარმომადგენელი, ანა გერმანი, ამბობს რომ თუ იუშჩენკო იანუკოვიჩს ამ პოსტზე არ წარადგენს, პარლამენტი მის კანდიდატურას პრეზიდენტის თანხმობის გარეშე უყრის კენჭს.
XS
SM
MD
LG