Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან
გამართავს შეხვედრას და დსთ–ს არაფორმალური სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის ცენტრალურ იპოდრომზე რუსეთის პრეზიდენტის პრიზისათვის გამართულ დოღსაც დაესწრება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი რუს კოლეგასთან კონფლიქტის ზონებში მყოფი მშვიდობის დამცველების საკითხს განიხილავს. ორი პრეზიდენტის შეხვედრის დრო ჯერ არ არის ზუსტად ცნობილი. სააკაშვილის განცხადებით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება რუს მშვიდობის დამცველებთან დაკავშირებით მიიღებს.
XS
SM
MD
LG