Accessibility links

logo-print

ისრაელმა ლიბანის საზღვართან თავი მოუყარა


ისრაელმა ლიბანის საზღვართან თავი მოუყარა ჯარებსა და ტანკებს მას შემდეგ, რაც გააფრთხილა სამხრეთ ლიბანის მოსახლეობა,

ისრაელმა ლიბანის საზღვართან თავი მოუყარა ჯარებსა და ტანკებს მას შემდეგ, რაც გააფრთხილა სამხრეთ ლიბანის მოსახლეობა,
დაუყოვნებლივ დატოვოს ეს რეგიონი. იმავდროულად, ისრაელმა ათასობით რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა, რაც ბევრს მიაჩნია იმის მომასწავებლად, რომ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას აპირებს. ამასობაში ისრაელი აგრძელებდა საჰაერო იერიშებს ლიბანზე. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ელიას ალ-მურის განცხადებით, ლიბანის არმია მზად არის ნებისმიერი ინტერვენციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამირ პერეცი კი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისრაელმა, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყოს ლიბანში მოძრაობა "ჰიზბოლაჰის" მებრძოლების გასანადგურებლად.
XS
SM
MD
LG