Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი


საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში, სადაც დსთ-ის არაფორმალური სამიტი იმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში, სადაც დსთ-ის არაფორმალური სამიტი იმართება.
თბილისში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც თანამეგობრობის ორდღიანი არაფორმალური სამიტის დროს უნდა გამართულიყო და რომელზეც ორ მხარეს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე უნდა ემსჯელათ. დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა: ბეჟუაშვილის ხმა "სამწუხაროდ, როგორც ჩვენ აგვიხსნა რუსეთის მხარემ, ვერ მოხერხდა ამ შეხვედრის ორგანიზება დსთ-ის არაფორმალური სამიტის ფარგლებში, ამ გრაფიკის და დღის წესრიგის გადატვირთულობის გამო. და შემოთავაზება არის და ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა რუსეთის მხარესთან, რათა მოვამზადოთ ცალკე შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერისა, რათა მოხდეს შინაარსობრივად დატვირთული და შედეგზე ორიენტირებული საუბარი და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები". ბეჟუაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე შეეხო ასევე ევროკავშირის განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია საქართველოსადმი მხარდაჭერა ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხში, ხაზგასმულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG