Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს დაავალა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს დაავალა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი არველაძის განმარტებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება კონსტიტუციას, რომლის მიხედვით, მთავრობა ახალი შემადგენლობით უნდა დამტკიცდეს, თუ მის წევრთა მესამედი შეიცვალა. ახალი მთავრობის წევრების სიაში, რომელიც ჟურნალისტებს აჩვენეს, ორი ახალი მინისტრი ფიგურირებს. სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხში, გიორგი ხაინდრავას შეცვლის მერაბ ანთაძე - ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ხაინდრავასთვის უცნობი იყო მისი მოხსნის გადაწყვეტილების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით ის პრეზიდენტ სააკაშვილს ესაუბრება. იუწყებიან აგრეთვე, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი, რომელსაც დავით ტყეშელაშვილი შეცვლის. საქართველოს საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს უყრის 25 ივლისს.
XS
SM
MD
LG