Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ყოველკვირეულ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ყოველკვირეულ
რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში კონფლიქტის დასრულების გზა ჰიზბოლაჰთან, და მის მხარდამჭერებთან - სირიასთან და ირანთან - დაპირისპირებაა. ბუშის თქმით, სწორედ ეს იქნება ის მესიჯი, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, ხვალ ახლო აღმოსავლეთში ჩაიტანს. ბუშის თქმით, ჰიზბოლაჰი ლიბანის განვითარებას აღუდგა წინ, და საკუთარ ხალხს უღალატა. ბუშმა ისრაელს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა აიცილოს თავიდან. პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები ლიბანის მთავრობას ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.
XS
SM
MD
LG