Accessibility links

logo-print

სერბიის პრემიერ მინისტრი, ვიოსლავ კუშტუნიცა


სერბიის პრემიერ მინისტრი, ვიოსლავ კუშტუნიცა, ქვეყნის შიგნით

სერბიის პრემიერ მინისტრი, ვიოსლავ კუშტუნიცა, ქვეყნის შიგნით
ახალი სახელმწიფოს დაარსების წინააღმდეგ გამოვიდა, და ამას ”საშიში იდეა” უწოდა. განცხადებაში, რომელიც კუშტუნიცამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ კოსოვოს პროვინციას სერბიის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსი უნდა მიენიჭოს. კოსოვოს პროვინციის პრემიერ მინისტრმა კი დღეს პროვინციაში გაეროს ადმინისტრაციას ჩრდილოეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, და პროვინციის სერბიისგან იზოლირება სთხოვა. პრემიერ მინისტრის, აგიმ ჩეკუს განცხადებით, ნატოს მშვიდობისდამცველებმა და გაეროს ადმინისტრაციამ კოსოვო სერბიისგან როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად უნდა განაცალკევონ. კუშტუნიცას და ჩეკუს განცხადებები პროვინციის სამომავლო სტატუსის შესახებ გაეროს ეგიდით წარმოებულ მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. მოლაპარაკება ორშაბათს უნდა განახლდეს ვენაში.
XS
SM
MD
LG