Accessibility links

logo-print

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო თავდასხმა განაგრძო.


ისრაელმა ლიბანზე საჰაერო თავდასხმა განაგრძო. ჰიზბოლაჰმა საპასუხო შეტევა განახორციელა,

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო თავდასხმა განაგრძო. ჰიზბოლაჰმა საპასუხო შეტევა განახორციელა,
და ისრაელის ქალაქ ჰაიფას ჭურვები ესროლა. გაეროს მაღალჩინოსანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა, იმისათვის რომ სასოწარკვეთილი მოქალაქეების შველა შესაძლებელი გახდეს. ამ ეტაპზე, ისრაელის თავდასხმებს მთლიანობაში მინიმუმ 358 ლიბანელი შეეწირა. გარდაცვლილთა უმეტესობას მშვიდობიანი მოქალაქეები შეადგენენ. ჰიზბოლაჰის თავდასხმებს ისრაელის 34 მოქალაქე ემსხვერპლა. ბოლო თავდასხმისას, ისრაელის თვითმფრინავებმა ბეირუთზე, და ლიბანის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე მიიტანეს იერიში, რასაც 8 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაიჭრა დაახლოებით 100 ადამიანი. პარტიზანთა მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიბანში მძიმედ დაიჭრა გაეროს დამკვირვებელთა გუნდის წევრი.
პარალელურად, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს მიანიშნეს, რომ ქვეყანა დათანხმდება ლიბანის და ისრაელის საზღვარზე ნატოს მშვიდობისდამცველების დროებით განთავსებას, რათა იქიდან ჰიზბოლაჰის ძალები განიდევნონ.
XS
SM
MD
LG