Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გამართოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გამართოს
ჰიზბოლაჰის მეომრებთან 13 დღიანი ბრძოლის დასრულების მიზნით. დღეს გვიან ის ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ციპი ლევის ხვდება.
დღეს, უფრო ადრე რაისი ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მოულოდნელად ჩავიდა და ისრაელი-ლიბანის კონფლიქტთან დაკავშირებით ამ ქვეყნის ლიდერებს მოელაპარაკა. რაისი შეხვდა ლიბანის პრემიერ-მინისტრს ფუად სინიორას, რომელსაც მადლობა უთხრა “სიმამაცისა და სიმტკიცისთვის”.
დღესვე აშშ-ა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს ლიბანს 30 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს. აშშ-ის სახელწიფო მდივნის თანმხლებმა, მრჩეველმა დევიდ უელჩმა განაცხად, რომ დახმარება 25 ივლისს დაიძვრება.
XS
SM
MD
LG