Accessibility links

კოდორის ხეობაში პოლიციური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.


კოდორის ხეობაში პოლიციური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კოდორის ხეობაში პოლიციური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლების ოფიციალური წრეებიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში დაადასტურა. ლომაიას თქმით, კვიციანი და მისი მომხრეები არ დაყრიან იარაღს ან იქნებიან განადგურებულები. “რაც შეეხება პირადად კვიციანს, მას ხელისუფლება გაქცევის საშუალებას არ მისცემს და სამშობლოს ღალატისათვის უმკაცრესად დაისჯება.”- განაცხადა ლომაიამ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა კოდორის ხეობაში მიმდინარე პოლიციური სპეცოპერაციის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა რურუამ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები სავარაუდოდ დილისთვის იქნება ცნობილი.
XS
SM
MD
LG