Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ემზარ კვიციანი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ემზარ კვიციანი "ჩვეულებრივი კრიმინალია", რომელსაც განაიარაღებენ და დააპატიმრებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ემზარ კვიციანი "ჩვეულებრივი კრიმინალია", რომელსაც განაიარაღებენ და დააპატიმრებენ
მის მხარდამჭერ სხვა ბანდიტებთან ერთად. ამ საკითხს ნოღაიდელი შეეხო ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ, დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გეგმების მიმართ. რუსეთში, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი გამოეხმაურა კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის ქალაქ რიაზანში ჟურნალისტებთან საუბრისას: [ივანოვის ხმა] “ჩვენი მშვიდობისდამცველების ორი პოსტი, 106-ე და 107-ე, შეიძლება ითქვას, უროსა და გრდემლს შუა აღმოჩნდა. რაც უნდა მოხდეს, ისინი ზუსტად დაიცავენ თავიანთ მანდატს, რომელიც ხელმოწერილია ყველა დაპირისპირებული მხარის მიერ”. იქვე სერგეი ივანოვმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს შექმნილი ვითარების გამო. ცნობილია აფხაზი სეპარატისტების ლიდერის გამოხმაურება: სერგეი ბაღაფშის განცხადებით, თუ კოდორის ხეობაში მოქმედი საქართველოს შეიარაღებული ძალები “აფხაზეთის საზღვარს” მიუახლოვდებიან, აფხაზები მათ ცეცხლს გაუხსნიან. კოდორში შექმნილ ვითარებას ბაღაფში “ცუდ სიმპტომს” უწოდებს. პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოში მკაცრად აკრიტიკებს სპეცოპერაციას კოდორის ხეობაში.
XS
SM
MD
LG