Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობაში შეაჩერეს სპეცოპერაცია შეიარაღებულ


კოდორის ხეობაში შეაჩერეს სპეცოპერაცია შეიარაღებულ პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

კოდორის ხეობაში შეაჩერეს სპეცოპერაცია შეიარაღებულ პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.
შეიარაღებულ პირებს სათავეში უდგას პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი. სპეცოპერაცია წუხელ დაიწყო და კვიციანისა და მისი თანამებრძოლებისათვის განიარაღების მოთხოვნით წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ისევ განახლდა, საღამო ხანს კი შეჩერდა და, ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, ხვალ დილას ისევ განახლდება. ამასობაში, გენერალურმა პროკურატრამ ემზარ კვიციანს შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით ბრალდება წაუყენა. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ემზარ კვიციანი და მისი მომხრეები სოფელ აჟარაში გამაგრდნენ. ეს წყარო იუწყება ასევე, რომ განიარაღებულია კვიციანის მომხრე რამდენიმე ათეული მებრძოლი.
XS
SM
MD
LG