Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილავს საქართველოსთან


ნატო, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილავს საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის საკითხს.

ნატო, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილავს საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის საკითხს.
საქმე ეხება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ამ საკითხზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ. ზურაბ ნოღაიდელი დაესწრო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომასაც. როგორც იუწყებიან, პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კონფლიქტების დარეგულირებასა და საქართველოს მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა ნატოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა, რაც რეალურს ხდის საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG