Accessibility links

logo-print

ლიბანის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე რომში


ლიბანის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე რომში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე.

ლიბანის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე რომში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე.
მაგრამ კონფერენციის მონაწილე 15 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები გამოვიდნენ დაზავების მოწოდებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით, მხარეები ერთი აზრისა არიან ასევე იმის შესახებ, რომ საჭიროა გაეროს მანდატით საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსება ახლო აღმოსავლეთში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, რომის კონფერენციაზე გამოსვლისას, ისრაელსა და "ჰიზბოლაჰს" მტრულ მოქმედებათა დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ანანი შეეხო ლიბანში შექმნილ, მისი თქმით, "საშინელ" ჰუმანიტარულ ვითარებას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანზე მასშტაბური იერიში წამოიწყო 12 ივლისს "ჰიზბოლაჰის" მიერ ისრაელის ორი ჯარისკაცის შეპყრობის შემდეგ, ლიბანში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - უმეტესწილად, სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG