Accessibility links

logo-print

რუსი მშვიდობისდასცველების ცნობით, კოდორის ხეობიდან


რუსი მშვიდობისდასცველების ცნობით, კოდორის ხეობიდან დაჭრილები და დაღუპულები გაჰყავთ.

რუსი მშვიდობისდასცველების ცნობით, კოდორის ხეობიდან დაჭრილები და დაღუპულები გაჰყავთ.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა ვალერი ევნევიჩმა მოსკოვში, "ინტერფაქსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევნევიჩმა დასძინა, რომ ეს ინფორმაცია პირველწყაროდან არ მიუღია, რადგან 107-ე და 302-ე პოსტებს მიღმა ტერიტორია დანაღმულია და მას რუსი მშვიდობისდამცველები ვერ აკონტროლებენ." თუმცა, ევნევიჩის თქმით, ვერტმფრენების მოძრაობა და სანიტარული მანქანების გადაადგილება "სწორედ იმას მოწმობს, რომ კოდორის ხეობიდან დაჭრილები და გარდაცვლილები გაჰყავთ". ევნევიჩის მტკიცებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ორგანიზებული ოპერაცია მთელს კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG