Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით


საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით,

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით,
თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა კოდორის ხეობაში გადავა. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებით. მიხეილ საკაშვილის თქმით, დამთავრდა ის დრო, როცა ამბობდნენ, რომ აფხაზეთი უნდა გამოეყოს საქართველოს, დღეიდან საქართველო პირდაპირ აკონტროლებს აფხაზეთის ტერიტორიის სტრატეგიულ ნაწილს. სააკაშვილმა მკაცრად გააფრთხილა ყველა, განსაკუთრებით რუსი მშვიდობისდამცველები, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისაგან და ითანამშრომლონ პრობლემის მოსაგვარებლად. დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის მთავარი ფაზა დასრულებულია და ხეობის ყველა სოფელს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG